ეკვადორში, სატელევიზიო სტუდიაში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ


ავტორი
Front News საქართველო
ეკვადორში ადგილობრივი სახელმწიფო ტელევიზიის სტუდიაში პირდაპირი ეთერის მიმდინარეობისას, ნიღბიანი, შეიარაღებული პირები შეიჭრნენ, თანამშრომლებს იატაკზე დაწოლა აიძულეს და მაუწყებლობის შეწყვეტას ითხოვდნენ.
მოგვიანებით პოლიციამ განაცხადა, რომ ამ დროისთვის ტელევიზიის ყველა თანამშრომელი თავისუფალი, 13 შეიარაღებული პირი კი დაკავებულია.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში, რომელიც დაკავების მომენტს ასახავს, პოლიცია აცხადებს, რომ დამნაშავეები “ტერორისტული აქტების გამო დაისჯებიან”. ეკვადორის გენერალური პროკურორის თქმით, ყველა დაკავებულს ბრალი ტერორიზმის მუხლით წაუყენეს.
“ბიბისის“ ცნობით, სატელევიზიო სტუდიაზე თავდასხმის შემდეგ ეკვადორის პრეზიდენტმა შიდა შეიარაღებული კონფლიქტის მდგომარეობის გამოცხადების შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი და რამდენიმე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი „ტერორისტულ” და „არასახელმწიფოებრივ” ორგანიზაციების სიაში შეიყვანა.
თაგები:
დაკავება

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს