
ავტორი
Front News საქართველო
არ არსებობს ხელისუფლება, რომელიც უმკლავდება საზოგადოების დიდი უმრავლესობის ბრაზს და ცვლილების წყურვილს. საქართველო არ არის ქვეყანა, რომელსაც ძალიან მარტივ კითხვაზე – რუსეთი თუ საქართველო, რუსეთი თუ ევროპა – არ აქვს ცალსახა პასუხი, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
“პრეზიდენტი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ევროპულ დღის წესრიგში, მან “ქართული ქარტიის” სახით დადო ძალიან მნიშვნელოვანი გზა, მათ შორის ჩვენთვის, ოპოზიციური პარტიებისთვის.
საინტერესო იყო გუშინ პრეზიდენტის მოსმენა. ჩვენმა გუნდმა, “კოალიცია ცვლილებებისთვის” ჩავთვალეთ აუცილებლად, რომ ხაზგასმით გამოვხმაურებოდით ქარტიის თემას, იმიტომ, რომ ეს მართლაც არის ერთ-ერთი მამოძრავებელი, მათ შორის, ამომრჩევლებისთვის სიცხადის და დღის წესრიგის შექმნისთვის.
არ არსებობს ხელისუფლება, რომელიც უმკლავდება საზოგადოების დიდი უმრავლესობის ბრაზს და ცვლილების წყურვილს. დღეს ჩვენ მივედით კრიტიკულ ზღვრამდე და საქართველო არ არის ქვეყანა, რომელსაც ძალიან მარტივ კითხვაზე – რუსეთი თუ საქართველო, რუსეთი თუ ევროპა – არ აქვს ცალსახა პასუხი ” , – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
თაგები:
ელენე ხოშტარია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს