
ავტორი
Front News საქართველო
ოპოზიციის ლიდერები “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურენ.
ბადრი ჯაფარიძის თქმით, კობახიძის განცხადება არის პირდაპირი ბრძანება, რომ გააფორმონ “ქართული ოცნების” გამარჯვება, რომელიც არ მოუპოვებიათ.
“ღამე ამ ციფრების ბრახუნი ემსახურება ერთადერთ რამეს, გატეხონ ჩვენი დამკვირვებლების, ჩვენი მებრძოლი ხალხის განწყობა და მოატყუონ საზოგადოება, რომ თითქოს “ქართულ ოცნებას” აქვს უპირატესობა და მიიტაცონ კიდევ ერთხელ არჩევნები.
ჩვენ არ ვაპირებთ ამ არჩევნების დათმობას, არ ვაპირებთ ჩვენი ამომრჩევლის ხმების დათმობას და ვიბრძოლებთ ბოლომდე, სამართლებრივი და სხვადასხვა გზით და ვაფრთხილებთ “ქართულ ოცნებას”, მოეშვას წინასწარ, მანიპულირებული ტყუილი განწყობის შექმნას”, – განაცხადა ოპოზიციის ვიცე-მერობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, 20-ვე ქალაქში “ქართული ოცნების” კანდიდატებმა გაიმარჯვეს.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს