ელენე ხოშტარია – არ ვაპირებთ წინასწარ დავაანონსოთ, როდის რას ვიზამთ, ეს ყოველთვის იქნება მოულოდნელი და სხვადასხვა ფორმის


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ არა ერთხელ გვითქვამს, რომ ქუჩაში ბრძოლის სცენარებზე ჩვენ გვაქვს სპეციფიკური მიდგომა და არ ვაპირებთ წინასწარ დავაანონსოთ, როდის რას ვიზამთ, ეს ყოველთვის იქნება მოულოდნელი და სხვადასხვა ფორმის, ამ ყველა საკითხზე გვქონდა მსჯელობა, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ოპოზიციური პარტიების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, აქციები არ შეწყვეტილა, ამას ექნება ის რეჟიმი, ის ტემპი, ის ფორმა და ის დღეები, რომლებიც იქნება “ქართული ოცნებისთვის“ მოულოდნელი.
“ჩვენ არა ერთხელ გვითქვამს, რომ ქუჩაში ბრძოლის სცენარებზე ჩვენ გვაქვს სპეციფიკური მიდგომა და არ ვაპირებთ წინასწარ დავაანონსოთ, როდის რას ვიზამთ, ეს ყოველთვის იქნება მოულოდნელი და სხვადასხვა ფორმის, ამ ყველა საკითხზე გვქონდა მსჯელობა და პრინციპული თანხმობა გვაქვს ყველა მიმართულებით. აქციები არ შეწყვეტილა, ამას ექნება ის რეჟიმი, ის ტემპი, ის ფორმა და ის დღეები, რომლებიც იქნება „ქართული ოცნებისთვის“ მოულოდნელი და შედეგზე ორიენტირებული“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ოპოზიციური პარტიის ლიდერების შეხვედრა “ძლიერი საქართველოს“ ოფისში დასრულდა. მთავარი სასაუბრო თემა აქციების ორგანიზების საკითხი იყო.
თაგები:
ელენე ხოშტარია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს