ელენე ხოშტარია - ასეთ ბრძოლაში მათი ქცევა მტკივნეული და აუხსნელია, თუმცა ვერ შეიცვლება ის რეალობა, რომ ეს არჩევნები ვერ იქნება არჩევნები


ავტორი
Front News საქართველო
ერთადერთი, ვინც ახლა ამ სიტუაციით სარგებლობს, ეს "ქართული ოცნებაა“, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, "ლელო" და გახარია საერთო სახალხო ოპოზიციურ სურათს აზიანებენ.
"რა თქმა უნდა, არჩევნებში არცერთ ოპოზიციურ პარტიას რომ არ მიეღო მონაწილეობა, სასურველი იქნებოდა. ეს ბოლომდე მიიყვანდა „ოცნების“ არალეგიტიმურობის საკითხს. ახლა რა არგუმენტებსაც ვისმენ მათგან, ყველაფრის გზადაგზა მოგონება ხომ არ შეიძლება. ჯერ ამბობდნენ, რომ არჩევნებში მიდიოდნენ, რათა ხელისუფლებისთვის გამარჯვება გამოეგლიჯათ, ახლა ამბობენ, ხალხი გვინდა შევმატოთო. ხომ არ შეიძლება ყველაფრის გამართლება?", - განაცხადა ხოშტარიამ.
მისივე თქმით, არჩევნების ლეგიტიმაციას მინიმუმ სამი რამ განსაზღვრავს: პოლიტიკური სპექტრის მონაწილეობა, საზოგადოების ნდობა და საერთაშორისო აღიარება.
"ყველა მიმართულებით „ოცნებას“ ფუნდამენტურად უჭირს. სამწუხაროა, რომ ჩვენი პოლიტიკური სპექტრი ხალხზე უკან დგას. ამ არათანამშრომლობის და დელეგიტიმაციის პროცესში პრინციპულები რომ ვყოფილიყავით, ახლა პატარა ჯგუფის ოპოზიციიდან გამოყოფა არ მოხდებოდა. ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან ასეთ ბრძოლაში მათი ქცევა მტკივნეული და აუხსნელია. თუმცა, რა თქმა უნდა, ვერ შეიცვლება ის რეალობა, რომ ეს არჩევნები ვერ იქნება არჩევნები. უბრალოდ, „ლელომ“ საკუთარ თავს ძალიან ცუდი როლი მიაკუთვნა", - განაცხადა ხოშტარიამ.
როგორც მან აღნიშნა, მთავარია, რომ "ქართულ ოცნებაზე" ზეწოლა გაგრძელდეს.
თაგები:
ელენე ხოშტარია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს