Logo

ელენე ხოშტარია - ბევრჯერ მოუწევთ ლუსტრირება და საკუთარი გადაწყვეტილებების უკან წაღება

პოლიტიკა
225
Frontnews image description

ამ ბრიფინგს ვატარებ მხოლოდ იმ მიზნით, რომ საზოგადოებას ესმოდეს - რამხელა ძალა აქვს ჩვენს და საერთაშორისო წნეხს, რომელიც აგდებს და კუთხეში ამწყვდევს რუსულ რეჟიმს, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, პარტნიორები მთელი მსოფლიოდან პირდაპირ იძახიან, რომ საქართველოში გამოსავალი დღევანდელი გეოპოლიტიკური კრიზისიდან არის ახალი არჩევნები და პოლიტიკური პატიმრების გამოშვება.

"მინდა გამოვეხმაუროთ "ქართული ოცნების" მორიგ მოღალატეობრივ ქმედებას, ამასთანავე საკმაოდ დაბნეულ, დასუსტებულ "ქართული ოცნების" მოქმედებას საერთაშორისო ასპარეზზე, როდესაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში მათ დიდი დაბნეულობის ფონზე მათ თან ხმა მისცეს რეზოლუციას, თან ვერ მისცეს და იჩხუბეს, იკამათეს. საბოლოო ჯამში, ჩვენ მივიღეთ ქართული ე.წ. ხელისუფლების პოზიცია, რომელიც მხარს არ უჭერს სირიის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას.

"კოალიცია ცვლილებებისთვის" და მთლიანად ოპოზიცია ინიციატორი იყო, რომ სირიამ უკან წაიღოს აფხაზეთის აღიარება და "ქართულმა ოცნებამ" ამას არა თუ ხელი შეუწყო, არამედ კამპანია წამოიწყო, საერთაშორისო შესაძლებლობას დაუპირისპირდა, რომ ეს ასე მომხდარიყო ეუთოში. ეს არის დიდი ლუსტრაცია ამ ხელისუფლების, ერთი მხრივ, რუსული ბუნების, მეორე მხრივ, დაბნეულობის, შიშის და საერთაშორისო წნეხის ქვეშ მოქმედების.

მეორე - ჩვენი პარტნიორები მთელი მსოფლიოდან პირდაპირ იძახიან, რომ საქართველოში გამოსავალი დღევანდელი გეოპოლიტიკური კრიზისიდან არის ახალი არჩევნები და პოლიტიკური პატიმრების გამოშვება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი.

ამ ბრიფინგს ვატარებ მხოლოდ იმ მიზნით, რომ საზოგადოებას ესმოდეს - რამხელა ძალა აქვს ჩვენს და საერთაშორისო წნეხს, რომელიც აგდებს და კუთხეში ამწყვდევს რუსულ რეჟიმს. მათ ბევრჯერ მოუწევთ ლუსტრირება და საკუთარი გადაწყვეტილებების უკან წაღება და ასეთი საჯარო კომიკური კამათი. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ამ რეჟიმთან ჩვენ ბრძოლა გავაგრძელოთ შიგნიდან, რასაც მოჰყვება საერთაშორისო დიდი დახმარება", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

Advertisement