ელენე ხოშტარია - ბრძოლაში გამარჯვებულია გვარამიაც, ჯაფარიძეც, მელიაც და ოქრუაშვილიც

ავტორი
Front News საქართველო
ეს ადამიანები დღეს ბრძოლაში არიან. შეიძლება ტექნიკურად დაპატიმრებული იყვნენ, მაგრამ ბრძოლაში გამარჯვებულია - გვარამიაც, ჯაფარიძეც, მელიაც და ოქრუაშვილიც, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ადამიანები დღეს ბრძოლაში არიან.
"ეს ადამიანები დღეს ბრძოლაში არიან. შეიძლება ტექნიკურად დაპატიმრებული იყვნენ, მაგრამ ბრძოლაში გამარჯვებულია გვარამიაც, ჯაფარიძეც, მელიაც და ოქრუაშვილიც. ამიტომ დიახ, ეს ბრძოლა დისკომფორტზე გადის. დისკომფორტზე - უამრავი ადამიანი სცემეს, უამრავი ახალგაზრდა დაპატიმრებულია. გუშინ მათეს ამბავმაც ბევრს გული მოუკლა, მაგრამ სხვანაირად, დისკომფორტის გარეშე ასეთ რეჟიმებს ვერ მოერევიან და აუცილებლად, მოვერევით, მათ შორის ნიკას ხათრით”, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია დააკავეს.
თაგები:
ელენე ხოშტარია




