ელენე ხოშტარია – ჩემთვის გორის ჰოსპიტალი არის ის ადგილი, სადაც მისი მკურნალობა არის აბსოლუტურად შესაძლებელი


ავტორი
Front News საქართველო
გორის ჰოსპიტალი არის ის ადგილი, სადაც მისი მკურნალობა არის აბსოლუტურად შესაძლებელი, – ამის შესახებ “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
მისი თქმით, ეს არ არის პოლიტიკური ბრძოლა, ეს არის სიცოცხლის გადარჩენა.
“გორის ჰოსპიტალზე მე მქონდა კონსულტაცია ექიმებთან, არაერთ პროფესიონალთან. მე არ ვარ ამის სპეციალისტი და ჩემთვის გორის ჰოსპიტალი არის ის ადგილი, სადაც მისი მკურნალობა არის აბსოლუტურად შესაძლებელი. კიდევ ერთხელ, ეს არ არის პოლიტიკური ბრძოლა. ეს არ არის პოლიტიკური დღის წესრიგი, ეს არ არის პოლიტიკური თამაში. ეს არის სიცოცხლის გადარჩენა. მე არ ვიცი, ამაზე უფრო ფასეული, რა შეიძლება იყოს”, — განაცხადა ხოშტარიამ “ტვ პირველის” ეთერში.
ელენე ხოშტარია მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით უკვე 16 დღეა, შიმშილობს.
თაგები:
ელენე ხოშტარია

ელენე ხოშტარია – ეს არის კიდევ ერთი უტყუარი საბუთი ივანიშვილის რუსი ოლიგარქობის და მისი სანქცირების აუცილებლობისა

ელენე ხოშტარია – ეს არის ის აუცილებელი ფასი, რომელიც უნდა გადავიხადოთ, რომ გამოვიდეთ ამ ჩიხური სიტუაციიდან

ირაკლი კობახიძე – თუ განიზრახა მაინც ამ გეგმის განხორციელება, კი იცით, სადაც არის მისი ადგილი