
ავტორი
Front News საქართველო
ეს არის არჩევნები, სადაც წყდება ამ ქვეყნის მომავალი – იარსებებს თუ არა ეს ქვეყანა. ამ ქვეყანას არ აქვს მომავალი რუსეთში, ამ ქვეყნის მომავალი ევროპაშია, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, “კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრებმა იციან, როგორ გადაჭრან თითოეული მოქალაქის პრობლემები.
“ეს არის არჩევნები, სადაც წყდება ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქის ბედი. ეს არის არჩევნები, სადაც წყდება ამ ქვეყნის მომავალი – იარსებებს თუ არა ეს ქვეყანა. ამ ქვეყანას არ აქვს მომავალი რუსეთში, ამ ქვეყნის მომავალი ევროპაშია, სადაც პატივს სცემენ კულტურას, ისტორიას, განათლებას, იცავენ მშვიდობას.
ჩვენ ვართ კოალიცია, სადაც არის მრავალფეროვნება, ჩვენ ვართ პარტნიორები, რომლებსაც ბევრჯერ გვიკამათია, სხვადასხვა პოზიციაზე ვყოფილვართ და პარტნიორები, რომლებმაც ხელი ჩავკიდეთ ერთმანეთს, როცა ქვეყანას დასჭირდა. ავაშენებთ საქართველოს, სადაც კი არ ვყოფთ, არამედ ვერთიანდებით. ჩვენ ვიცით, როგორ გადავჭრათ თითოეული მოქალაქის პრობლემები”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
თაგები:
ელენე ხოშტარია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს