ელენე ხოშტარია - ჩვენი ამოცანაა ხმამაღლა დავუჭიროთ უკრაინას მხარი, გავაგრძელოთ ქუჩაში ბრძოლა, რადგან გადამწყვეტი მომენტისთვის ვიდგეთ სწორ მხარეს!

ავტორი
Front News საქართველო
ჩვენი ამოცანაა ხმამაღლა დავუჭიროთ უკრაინას მხარი, გავაგრძელოთ ქუჩაში ბრძოლა, რადგან გადამწყვეტი მომენტისთვის ვიდგეთ ფეხზე და ვიდგეთ სწორ მხარეს!, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია ციხიდან გავრცელებულ წერილში წერს.
მისივე თქმით, არ დამარცხდება უკრაინა, არ განმეორდება არანაირი „მიუნხენი“ და „ბუდაპეშტი“.
"ბოლო დღეებია, მსოფლიოში ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროცესი ვითარდება, რომელშიც მთავარი საფრთხე, ჩვენი მტერი, რუსეთია. ეს პროცესი პირდაპირ მოახდენს გავლენას ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე. სწორედ ამ დროს „რუსული ოცნება“ გულშემატკივრობს მტერს. რაც მთავარია, სულ ტყუილად უხარიათ. ოდნავ მაინც უნდა ერკვეოდე დიპლომატიაში, რომ პერსპექტივები გათვალო. არ დამარცხდება უკრაინა, არ განმეორდება არანაირი „მიუნხენი“ და „ბუდაპეშტი“. ძალით საზღვრების ცვლილება არ დაკანონდება. ამერიკაც და ევროპაც დაამარცხებს აგრესორს. ამ ვითარებაში ჩვენი ამოცანაა: 1. ხმამაღლა დავუჭიროთ უკრაინას მხარი (მადლობა სალომე ზურაბიშვილს) 2. გავაგრძელოთ ქუჩაში ბრძოლა, რადგან გადამწყვეტი მომენტისთვის ვიდგეთ ფეხზე და ვიდგეთ სწორ მხარეს! ბოლომდე!“, - წერს ელენე ხოშტარია.
თაგები:
ელენე ხოშტარია
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


