ელენე ხოშტარია – ჩვენი ინფორმაციით, ეს არის სანქცირებული “როსნეფტის” სანქცირებული ტვირთი


ავტორი
Front News საქართველო
“დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, ბათუმში შემოვიდა ნავთობის ტანკერი “ATACAMA”, რომელზეც სანქცირებული რუსული ნავთობკომპანია როსნეფტის სანქცირებული ტვირთი – მაზუთი იყო.
ხოშტარიას თქმით, ამ საკითხზე ეკონომიკის სამინისტროს განცხადებამ კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინა.
მისი თქმით, გემი რუსული ქალაქიდან, ტუაპსედან წამოვიდა, რაც ბათუმიდან 340 კილომეტრშია, შესაბამისად, შეუძლებელია, იქიდან გამოსული გემი წყლის ასაღებად ბათუმში ჩერდებოდეს.
“თუ არაფერია დასამალი, თუ არაფერია პრობლემა, რატომ არ ამბობთ, რა ტვირთთან გვაქვს საქმე, მით უმეტეს, როცა ლაპარაკია ტანკერზე. ჩვენი ინფორმაციით, ეს არის სანქცირებული “როსნეფტის” სანქცირებული ტვირთი – მაზუთი. ჩვენ ამასთან დაკავშირებით არანაირი განმარტება არ მოგვისმენია.
მესამე – არსებობს აშშ-ის მიერ საერთაშორისოდ შემოღებული პროტოკოლი, რომელიც დეტალურად აღწერს, რა ხარისხის გამჭვირვალობა უნდა იყოს ტვირთების გადაზიდვისას, რა ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს, რომ ვიცოდეთ, რომ ტვირთი არ არის სანქცირებული”, – განაცხადა ხოშტარიამ.
რუსული გემის შემოსვლის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად “მთავარმა არხმა” გაავრცელა, რასაც ეკონომიკის სამინისტრო გამოეხმაურა.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის გურამ გურამიშვილის თქმით, გემი სენტ-კიტსისა და ნევისის დროშის ქვეშ ცურავდა და ბათუმის აკვატორიის საღუზე რაიონში და არა ნავმისადგომთან 29 აგვისტოს დადგა. მისივე თქმით, გემის საქართველოს წყლებში შემოსვლის მიზანი იყო სასმელი წყლითა და საკვები პროდუქტებით მომარაგება იყო და გემს სატვირთო ოპერაციები არ განუხორციელებია.
თაგები:
ელენე ხოშტარია

ელენე ხოშტარია – რუსეთი არის ტერორისტული სახელმწიფო, სამწუხაროდ, ეს სიტყვები ჩვენი მთავრობის მხარიდან არ გვესმის

ელენე ხოშტარია – ეს არის არამარტო ადამიანის გათელვა და შურისძიება, ეს არის ჩვენი, საზოგადოების შეურაცხყოფა

ელენე ხოშტარია – ჩვენი ამოცანაა, დავანგრიოთ ის ოლიგარქიული ქსელი, რომელზეც დგას ეს მმართველობა