ელენე ხოშტარია – ჩვენი ქვეყნის მეგობრებს ძალიან კარგად ესმით, რა საფრთხეშია ქართული დემოკრატია


ავტორი
Front News საქართველო
მოძრაობა “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონთან შეხვედრაზე, საქართველოს მოსახლოებისთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხს შეეხო.
“ცხადია, რომ ვესაუბრე ყველა იმ პრობლემაზე, რაც ხდება, ჟურნალისტების მდგომარეობაზე ამ ქვეყანაში. იმაზე, რაც მოხდა 5 ივლისს და მათ შორის, იმაზე, რაც ხდება 5-ის მერე. იმ კრიზისის სიღრმეზე, რაც ვნახეთ ჩვენ მიშელის ხელშეკრულების გაუქმების შემდეგ და ასევე, მომავალ არჩევნებზე, რომელიც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი წყალგამყოფი ჩვენი ქვეყნის განვითარების. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნის მეგობრებს, ვიოლასაც და სხვებსაც, ძალიან კარგად ესმით, რა საფრთხეშია ქართული დემოკრატია”, – აცხადებს ხოშტარია.
თაგები:
ელენე ხოშტარია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა