Logo

ელენე ხოშტარია დააკავეს

პოლიტიკასამართალი
161
Frontnews image description

"კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია დააკავეს.

დაკავება მის საცხოვრებელ სახლთან მოხდა.

"ჰოლანდიის ელჩთან შეხვედრის შემდეგ დავბრუნდით სახლში, ალბათ, საელჩოსთან ვერ გაბედეს ჩასაფრება და დაკავება. სადარბაზოში შევედით, ლიფტთან მივედით თუ არა, გამოგვეკიდა ერთი კაცი და ორი ქალბატონი, რომლებიც ჩართული კამერით მოვიდნენ. გადასცა ტელეფონში, რომ მოვიდნენ, აქ არიან და აგვიკრძალეს ლიფტში შესვლა, რაზეც წინააღმდეგობა არ გაგვიწევია იმიტომ, რომ ჩვენ ყველამ ვიცით, რა ბრძოლაში ვართ და რისთვის ვიბრძვით და ვერც დაჭერით და ვერც სხვა მეთოდებით ვერ გაგვაჩერებენ. 

არ ვიცით, სად გადაიყვანეს. დაბურულ "შკოდაში", თუ "ქემრიში" ჩასვეს, ზუსტად არ მახსოვს. რამდენიმე ადამიანი იყო. სამოქალაქო მანქანები იყო, ერთი წითელი "ჯიპი" იყო და მაგით წავიდნენ. არცერთს არ ეცვა არანაირი ფორმა, რითაც შევძლებდით ამოცნობას, რომ ესენი არიან პოლიციელები. ან კრიმპოლია, ან თვითონ სუსი. 
ვარკვევთ, სად შეიძლება გადაეყვანათ.

ელენეს პოზიცია ყველამ იცის, მისი ბრძოლაა ასეთი, რომ არ გაჩერდეს", - განაცხადა შუშანა მაცაბერიძემ. 

გამოძიება ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ „სისხლის სამართლის კოდექსის“ 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, კერძოდ, მას კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებას ედავებიან.

Advertisement