
ავტორი
Front News საქართველო
“დროას” ლიდერის ელენე ხოშტარიას განცხადებით, ხვალ საოკუპაციო ხაზთან ჩასვლას გეგმავდნენ, თუმცა შეატყობინეს, რომ იქ სუს-ი პროვოკაციის მოწყობას აპირებს.
“ხვალ გვაქვს დაგეგმილი საოკუპაციო ხაზთან სოფლებში ჩასვლა. დაახლოებით ორ კვირაში ერთხელ დავდივართ ხოლმე, ხალხს ვესაუბრებით, ვუსმენთ, რასაც შეგვიძლია ვუგვარებთ.
მორიგ ჯერზე ჩვეულებრივად დავგეგმეთ და დაგვირეკეს, სუსი მუშაობს ხალხთან, რომ ქვები დაგიშინონო.
ცხადია, არც სოფელს ვიტყვი და არც ხალხს დავასახელებ. მეტიც, ხვალ არ ჩავალ, რადგან არაფერი მიღირს ამ ხალხის შეწუხებად, თან ამ დროს.
ისე ჩამოვალ ვერც გაიგებთ, მაგრამ, აი, თქვენი სახე ესაა, ყველაფერს აკეთებთ დაპირისპირებისთვის, პარტიული მიზნებისთვის. მაინც არ გამოგივათ”, – წერს ელენე ხოშტარია.
თაგები:
ელენე ხოშტარია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს