Logo

ელენე ხოშტარია - დამაყადაღეს, შემოწირულობები უსაფრთხო ადგილას მქონდა დაბინავებული, 17 ლარი მოიჭრა სულ

პოლიტიკა
494
Frontnews image description

დამაყადაღეს. მეც და „დროას „ანგარიშებიც. შემოწირულობები უსაფრთხო ადგილას მქონდა დაბინავებული, 17 ლარი მოიჭრა სულ, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, არასოდეს არცერთ ჯარიმას არ გადაიხდის და არც გამოკითხვაზე გამოცხადდება. 

"დამაყადაღეს. მეც და „დროას" ანგარიშებიც. ვაი, თქვენს პატრონს! შემოწირულობები უსაფრთხო ადგილას მქონდა დაბინავებული, 17 ლარი მოიჭრა სულ. არ გადაგცდეთ ეგ 17 ლარი.

არასდროს არცერთ ჯარიმას არ ეღირსებით ჩემგან, არცერთ დაკითხვაზე გამოცხადებას და არცერთ სასამართლო სხდომაზე მოსვლას.

ცეცხლი ოლიგარქიას”, - წერს ელენე ხოშტარია.

Advertisement