
ავტორი
Front News საქართველო
“დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცუდად ვარ და სასწრაფო იყო. პარლამენტმა გამოიძახა სასწრაფო, მე არ მომითხოვია.
წნევა ნორმის ფარგლებში მაქვს
გლუკოზამ ცოტა დაიწია, მაგრამ ნორმის ფარგლებშია
პულსიც ოდნავ დაბალი მაგრამ ნორმის ფარგლებში
დრამატული არაფერი არ ხდება. უბრალოდ ცოტა სისუსტე მაქვს და ხშირად მძინავს, ამიტომ ყველას ვერ გპასუხობთ
ინფორმაციას მოგაწვდით ყველა ეტაპზე
გამოსავალი მარტივია, სააკაშვილი გადაიყვანონ კლინიკაში”,- წერს ელენე ხოშტარია Facebook-ზე
უკვე მე-5 დღეა, ელენე ხოშტარია საკანონმდებლო ორგანოში შიმშილობს და მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს.
შიმშილობის მე-5 დღეს პოლიტიკოსი შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2FLlaka%2Fposts%2F10157901756345728&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”218″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>
თაგები:
ელენე ხოშტარია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს