
ავტორი
Front News საქართველო
ეს არის პანიკა პროტესტზე, – ასე ეხმიანება ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, პარტიის “დროა” დამფუძნებელი ელენე ხოშტარია სუს-ის განცხადებას ოპოზიციის აქციებთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ოპოზიციას ძალადობრივი ქმედებები დაგეგმილი არ აქვს, თუმცა მშვიდობიანი პროტესტი იქნება ძალიან მწვავე.
“ეს არის პანიკა, პანიკა პროტესტზე. მეორე, ეს არის პირდაპირი განაცხადა პარტიული კუთვნილებისა. პროტესტის უფლება აქვს აბსოლუტურად ყველას, ეს პროტესტი აუცილებლად იქნება. თუ იქნება საჭიროება და ხალხის რაოდენობა მოითხოვს, გზაც გადაიკეტება. თუ გონიათ, რომ ამ განცხადებით ვინმეს დააშინებენ, აბსოლუტურად გაუგებარია. აქამდეც არაერთხელ გადაგვიკეტია გზა, როცა ამის საჭიროება არის. დიახ, პროტესტი იქნება უწყვეტი.
რაც შეეხება ფორმას პროტესტის, ჯერჯერობით ძალადობრივი არის ხელისუფლება, ძალადობრივი ჩვენ დაგეგმილი არაფერი გვაქვს, მაგრამ მშვიდობიანი ძალიან მწვავე პროტესტი იქნება”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ “მთავართან” საუბრისას.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს