ელენე ხოშტარია – ძალიან ბევრნი თუ ვიქნებით არ არსებობს მათი ქაღალდი და დაშინების კანონები

ავტორი
Front News საქართველო
ძალიან ბევრნი თუ ვიქნებით, არ არსებობს მათი ქაღალდი და დაშინების კანონები, თუ არ ვიქნებით ბევრნი, მაინც მოვიგებთ, უბრალოდ მეტი დრო დაგვჭირდება და მეტი მსხვერპლი, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია წერს.
“ყველა ადამიანი, მოქალაქე ინდივიდუალურად წყვეტს რა გააკეთოს და როგორ იბრძოლოს ან არ იბრძოლოს. ამაში ჩარევის და განსჯის უფლება არავის აქვს. ვინ როდის რა აქციაზე გავა არავის საქმეა.
უბრალოდ ყველა ამ გადაწყვეტილებას თავის შედეგი მოჰყვება, მოქმედებასაც და არმოქმედებასაც.
მგონია რეჟიმმა ჩათვალა ახლა ამათ შევაშინებ და მორჩებაო. მაგათ არც მაგისტრალი იციან და არ სტრატეგიული ინტერესები. პროტესტის ჩახშობა უნდათ.
ახლა ჩვენ უნდა დავფიქრდეთ მათ მოგონილ ამ სტრატეგიაზე როგორ ვპასუხობთ.
ერთადერთი პასუხია ყველა ერთად და ბევრი ადამიანის ნების ჩვენება, რომ ამ მოგონილ რუსულ თამაშში არ ვნებდებით. პათეტიკურად კი არა, კონკრეტულად არ ვნებდებით.
ძალიან ბევრნი თუ ვიქნებით არ არსებობს მათი ქაღალდი და დაშინების კანონები. თუ არ ვიქნებით ბევრნი, მაინც მოვიგებთ, უბრალოდ მეტი დრო დაგვჭირდება და მეტი მსხვერპლი. როგორც პოლიტიკოსი, ყველამ მინდა იცოდეთ, პირველები ვიდგებით”, – წერს ხოშტარია.
დღეს, 16:00 საათზე თბილისის გასასვლელის გადაკეტვა იგეგმება.
თაგები:





