Logo

ელენე ხოშტარია - ძალიან კარგია სიცხადე! ოთხპროცენტიანი „ლელო“ რას იზამს, ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს

პოლიტიკა
523
Frontnews image description

საქართველოს ბედს არ განსაზღვრავს, რას იზამს ოთხპროცენტიანი „ლელო“. სუსტები არიან თუ მოღალატეები, ისტორიამ განსაჯოს, – ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.

"ძალიან კარგია სიცხადე! ოთხპროცენტიანი „ლელო“ რას იზამს, ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს. სუსტები არიან თუ მოღალატეები, ისტორიამ განსაჯოს, ჩვენ საქმეს მივხედოთ. საქმე ბევრია და აუცილებლად მივხედავთ.

პ.ს. ჰოდა, კიდევ, ფულით და ტელევიზიით აშანტაჟეთ საკუთარი თავები, ბიძინამ ვერ გატეხა ეს ქვეყანა ფულით, მართლა მეცინება“, – წერს ხოშტარია.

კოალიცია „ლელო – ძლიერი საქართველო“ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები