Logo

ელენე ხოშტარია – ექიმმა მითხრა, რომ ორგანიზმში დაიწყო ინტოქსიკაცია, გადაიყვანეთ სააკაშვილი კლინიკაში! მე გაჩერებას არ ვაპირებ!

პოლიტიკა
15.11.2021 / 12:34
Frontnews image description

“დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია პარლამენტში შიმშილობას აგრძელებს. მისი თქმით, ამ ეტაპზე ექიმის რეკომენდაციით გადასხმებს დათანხმდა, რათა თირკმლის გაჩერების რისკი მოიხსნას.

 

“გუშინ ექიმმა გააკეთა განცხადება ჩემ ჯანმრთელობაზე, რომ ცოტა დამძიმდა.

 

მოკლედ, ექიმმა მითხრა, რომ ორგანიზმში დაიწყო ინტოქსიკაცია და თუ ამ ეტაპზე რეგულარულ გადასხმებს (მედიკამენტოზურს და არა საკვები, ეს გამორიცხულია) არ გავიკეთებ თირკმელი ვერ გაუძლებს. შემომთავაზა ჰოსპიტალიზაცია, ამაზე უარს ვამბობ.

 

აქედან გამომდინარე დავთანხმდი ამ ეტაპზე გადასხმებს, როდესაც თირკმელის გაჩერების რისკი მოიხსნება, შევაჩერებ გადასხმებს.

 

თავს ვგრძნობ კარგად. ვარ ძალიან შემართებით, წამი არ ყოფილა, რომ ვიტანჯებოდე.

 

დღეს წარმატება ჩემ მეგობრებს აქციაზე!

 

გადაიყვანეთ სააკაშვილი კლინიკაში! მე გაჩერებას არ ვაპირებ!”, – წერს ელენე ხოშტარია. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები