Logo

ელენე ხოშტარია – ერთადერთი გამოსავალი, რომ საქართველო არ დაისაჯოს ამ სიტუაციაში, არის ბიძინა ივანიშვილის სანქცირება

პოლიტიკა
25.04.2022 / 19:34
Frontnews image description

ერთადერთი გამოსავალი, რომ საქართველო არ დაისაჯოს ამ სიტუაციაში, არის   ბიძინა ივანიშვილის სანქცირება,  – ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა. 

 

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი არის რუსი ოლიგარქი, რის გამოც საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება უკრაინის მიმართ არამეგობრულია.   

 

“ბიძინა ივანიშვილი არის რუსი ოლიგარქი, არ ვიცი ამაზე მარტივად როგორ შეიძლება ითქვას. რუსი ოლიგარქები დღეს ისჯებიან, იმიტომ რომ ისინი  არიან ის საცეცები თუ საყრდენები, რაზეც  ამ ომის სასტიკი მანქანა დგას. ეს ომი რომ გაჩერდეს,  ამის საშუალება არის მოხრჩობა ყველა რუსი ოლიგარქის.

 

რაც შეეხება სანქცირებიდან თავის არიდებაში  საქართველოს გამოყენებას, საზოგადოება რა აზრზეც უნდა იყოს, ქვეყანას ოფიციალურად წარმოადგენს ხელისუფლება. 

 

ერთდერთი გამოსავალი, რომ საქართველო არ დაისაჯოს ამ სიტუაციაში, არის ბიძინა ივანიშვილის სანქცირება, რომელიც ამ ბოროტების მანქანის ფეხის მოტეხვა უნდა იყოს და ასევე ჩვენი გათავისუფლების ძალიან მნიშვნელოვანი საფუძველი. 

 

ფაქტია, რომ ხელისუფლების ის პოლიტიკა, რომელიც უკრაინის მიმართ არა თუ მხარდამჭერია არაა, მტრულია, თავდასხმები გვესმის ხოლმე უკრაინის მიამართ, სანქციებს არ ვუერთებით. მე პირადად, ამ ხელისუფლებას ვეძახი კოლაბორაციონისტ ხელისუფლებას, ამის წყარო არის ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული კავშირები რუსეთთან“,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები