
ავტორი
Front News საქართველო
ეს არის არა ომის, არამედ საკუთარი დისკომფორტის გაპროტესტება, – ამის შესახებ “დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ რუსეთიდან მიგრანტების ნაკადის შესახებ განაცხადა.
მისი თქმით, მორალურად გვაქვს უფლება, ამ ხალხს ვუთხრათ, რომ პროტესტი საკუთარი ქვეყნის ხელისუფლებისკენ მიმართონ.
“ეს ომი არ დაწყებულა მობილიზაციით, ეს ომი დაიწყო თვეების წინ თებერვალში და ის ადამიანი, ვინც გააკეთა არჩევანი, რომ ეს ომი არ უნდა, აქამდე აპროტესტებდა ამას. მაგრამ ისინი ვინც აპროტესტებენ მობილიზაციას, ეს არის არა ომის, არამედ საკუთარი დისკომფორტის გაპროტესტება. ამიტომ მორალურად ყველანაირი უფლება გვაქვს, ამ ხალხს ვუთხრათ, რომ მოდით ეს თქვენი პროტესტი მიმართეთ თქვენი მთავრობის წინააღმდეგ“, – განაცხადა ხოშტარიამ.
“დროა“ ლარსის საზღვრის ჩაკეტვის მოთხოვნით ხვალ საპროტესტო აქციის ჩატარებას გეგმავს.
თაგები:
ელენე ხოშტარია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს