ელენე ხოშტარია - ეს არის ჩემი პასუხი “ოცნების” უმსგავსო ლაპარაკზე “მონანიების” შესახებ, ის მართლა ტირანი მაინც იყო

ავტორი
Front News საქართველო
ერთხელ ერთმა ტირანმა, დაატყვევა თავისუფალი უდანაშაულო ადამიანი და ჩაიფიქრა, რომ ვაწამებ და რაღაცას ვათქმევინებო. ამ თავისუფალმა უდანაშაულო ადამიანმა ხმა გაიკმინდა და სახეში შეაფურთხა, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია ციხიდან გავრცელებულ წერილში წერს.
მისივე თქმით, ეს არის მისი პასუხი “ქართული ოცნების” მონანიებაზე საუბართან დაკავშირებით.
“ერთხელ ერთმა ტირანმა, დაატყვევა თავისუფალი უდანაშაულო ადამიანი და ჩაიფიქრა, რომ ვაწამებ და რაღაცას ვათქმევინებო. ამ თავისუფალმა უდანაშაულო ადამიანმა ხმა გაიკმინდა და სახეში შეაფურთხა. ეს არის ჩემი პასუხი “ოცნების” უმსგავსო ლაპარაკზე “მონანიების” შესახებ. ის მართლა ტირანი მაინც იყო“, - წერს ელენე ხოშტარია.
თაგები:
ელენე ხოშტარია




