Logo

ელენე ხოშტარია - ეს არის რუსეთის კრახი და ევროპის ძალა, ეს არის მშვიდობის და თავისუფლების შანსი, მთავარია, მარტო არ ვართ

პოლიტიკა
155
Frontnews image description

ჩვენთვის, ამ მოცემულობაში, როდესაც რუსები გვმართავენ, სომხეთში მიმდინარე სამიტი არის უდიდესი მნიშვნელობის ღონისძიება. ევროპა რეგიონშია, თან ისე მძლავრად, როგორც არასდროს, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია ციხიდან გავრცელებულ წერილში წერს.

მისივე თქმით, ამ მოცემულობაში, როდესაც რუსები მართავენ საქართველოს, სომხეთში მიმდინარე სამიტი არის უდიდესი მნიშვნელობის ღონისძიება.

"მთელი გულით და მთელი გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა. სწორი, პატრიოტული, გააზრებული მუშაობა ყოველთვის ფასდება და ფაშინიანი ამის მაგალითია. 

ჩვენთვის, ამ მოცემულობაში, როდესაც რუსები გვმართავენ, სომხეთში მიმდინარე სამიტი არის უდიდესი მნიშვნელობის ღონისძიება. ევროპა რეგიონშია, თან ისე მძლავრად, როგორც არასდროს. როგორც თავის დროზე ჩვენმა გარღვევამ მოიყვანა რეგიონში ევროპა, ზუსტად ასე, სომხეთს შეუძლია იკისროს ეს როლი და დაგვეხმაროს. მთავარია, ეს არის რუსეთის კრახი და ევროპის ძალა, ეს არის მშვიდობის და თავისუფლების შანსი. მთავარია, მარტო არ ვართ. 

ამ ოროსნის ჩასვლას სომხეთში, „ოცნებისთვის“ 0 შედეგი ექნება. ჯერ ერთი სომხეთია და სხვაგვარად არც იქნებოდა. მეორე - „ოცნების“ საერთაშორისო იზოლაცია შემდგარი ფაქტია და ამ ფონზე ოროსნის ადგილი უკავია. და მესამე - თავად იდარდონ „ამ საშინელ“ ქვეყნებს რომ „ეტენება“ მათი პრემიერადწოდებული. ცუდი დღე გაუთენდა რუსეთს”, - წერს ელენე ხოშტარია.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები