ელენე ხოშტარია - ეს დანაშაული სცდება ქვეყნის ფარგლებს და საერთაშორისო მასშტაბს აღწევს, რეაქციაც იქნება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ

ავტორი
Front News საქართველო
ეს დანაშაული სცდება ქვეყნის ფარგლებს და საერთაშორისო მასშტაბს აღწევს. შესაბამისად, რეაქციაც იქნება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია ციხიდან გავრცელებულ წერილში წერს.
მისივე თქმით, ყველა ბოროტმოქმედი რეჟიმი საბოლოოდ თავის ნაღმზე ფეთქდება.
"ქიმიური მოწამვლის ამბავი გვახსენებს, რა ბოროტებასთან გვაქვს საქმე. ზოგჯერ ამისთვის თვალის გასწორება საკმაოდ რთულია, თუმცა ეს რეალობაა.
ეს დანაშაული სცდება ქვეყნის ფარგლებს და საერთაშორისო მასშტაბს აღწევს. შესაბამისად, რეაქციაც იქნება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ამისთვის ჩვენ კოორდინირებულად ვმუშაობთ.
ყველა ბოროტმოქმედი რეჟიმი საბოლოოდ თავის ნაღმზე ფეთქდება. ასე დაემართება "რუსულ ოცნებასაც". ბოლომდე!“, - წერს ელენე ხოშტარია.
თაგები:
ელენე ხოშტარია
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


