
ავტორი
Front News საქართველო
ის, რომ ამერიკის ელჩი საუბრობს დეზინფორმაციის გამოწვევაზე, ეს არის ძალიან კარგი გააზრება, თუ რა ტიპის რეჟიმთან გვაქვს საქმე, – ამის შესახებ “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
“მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოს ესმის, რომ ეს დეზინფორმაცია არის არა ცალკეული ჯგუფების პრობლემა, არამედ ეს არის გეოპოლიტიკური გამოწვევა, შესაბამისად, პასუხიც არის და იქნება კიდეც ადეკვატური. ის, რომ ამერიკის ელჩი საუბრობს დეზინფორმაციის გამოწვევაზე, ეს არის ძალიან კარგი გააზრება, თუ რა ტიპის რეჟიმთან გვაქვს საქმე”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
საქართველოში ამერიკის ელჩმა რობინ დანიგანმა განაცხადა, რომ ვრცელდება დეზინფორმაცია აშშ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ, თითქოს აშშ “გლობალური ომის პარტიაა” და ცდილობს საქართველოში რევოლუციის წახალისებას.
თაგები:
ელენე ხოშტარია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს