ელენე ხოშტარია - ეს გადაწყვეტილება არის დიდი იარაღი დღევანდელი ბრძოლისთვის

ავტორი
Front News საქართველო
მახსოვს ყველა “ქოცის”, ყველა პროპაგანდისტის ცინიკური სახე, გახარიას გაღმერთება, უტიფრობა, “გაპრავება”, დაჭერები, თვალდათხრილი ადამიანების შეურაცხყოფა, გუშინ კი ვნახე როგორ იზეიმა სიმართლემ სტრასბურგის სასამართლოში, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერი ელენე ხოშტარია ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს.
მისი თქმით, საერთაშორისო გამოძიება ახლა ქიმიური ნივთიერების საკითხზეც უნდა ჩატარდეს.
“სამართალს ვერ გაექცევი, ამის ყოველთვის მჯეროდა და ახლაც მჯერა. მახსოვს ყველა “ქოცის”, ყველა პროპაგანდისტის ცინიკური სახე, გახარიას გაღმერთება, უტიფრობა, “გაპრავება”, დაჭერები, თვალდათხრილი ადამიანების შეურაცხყოფა, გუშინ კი ვნახე როგორ იზეიმა სიმართლემ სტრასბურგის სასამართლოში.
20 ივნისის საქმეზე მიღებული ეს გადაწყვეტილება, დაზარალებულების გაუტეხელობის დიდი დამსახურებაა. რა თქმა უნდა, უდიდესი მადლობა ეკუთვნის საიას და ყველა იურისტს, ვინც ამ საქმეზე იმუშავა.
გარდა 20 ივნისისა, ეს გადაწყვეტილება არის დიდი იარაღი დღევანდელი ბრძოლისთვის - სისტემა მხილებულია, პოლიტიკური გუნდი კი, დადანაშაულებული ყველაზე მაღალ სამართლებრივ დონეზე. ეს არის ძლიერი საერთაშორისო პოლიტიკური იარაღი, რომელსაც, რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ, მათ შორის, ქიმიური იარაღის საქმეში. ბოლომდე! რუსთავის ქალთა ციხე“, - აღნიშნულია ელენე ხოშტარიას წერილში.
თაგები:
ელენე ხოშტარია




