
ავტორი
Front News საქართველო
ძალიან სასაცილო და მდაბიო ქოცებო, ჩემ და ზურას სახლთან გააკრეს ჩვენი შეურაცხმყოფელი პლაკატები. ზუსტად სახლის გასწვრივ, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია წერს.
“4-ვე ჩემი შვილი იზრდება ისე, რომ იციან რას ვაკეთებ და რატომ. ეს გამოკრულები ჩვენთვის უღირსობის გაკვეთილების ახსნა იქნება, მიხარია, როცა ჩემ შვილებს შემიძლია ავუხსნა კონკრეტული მაგალითებით რა არის უღირსობა.
კარგად გაიგებენ, ისევე როგორც აქამდე გაუგიათ. ოღონდ აი, თქვენ ვერაფერს ვერასდროს ვერ გაიგებთ”, – წერს ხოშტარია.
თაგები:
ელენე ხოშტარია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს