ელენე ხოშტარია – ეს განცხადება მეტყველებს, რომ მაღალ დონეზეა საქართველოს აღქმა, როგორც ქვეყნის, სადაც არის პრობლემა


ავტორი
Front News საქართველო
ეს განცხადება მეტყველებს, რომ მაღალ დონეზეა საქართველოს აღქმა, როგორც ქვეყნის, სადაც არის პრობლემა, – ამის შესახებ პარტია “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ეროვნული ბანკის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, ირანთან ურთიერთობის გამო, სავარაუდოდ, საფრთხე შეექმნა უკვე მთელ სისტემას.
“ეს განცხადება მეტყველებს, რომ მაღალ დონეზეა უკვე საქართველოს აღქმა, როგორც ქვეყნის, სადაც არის პრობლემა. ჩემი ინფორმაციით, ეს უკავშირდება არა ირანის სანქცირებული ტვირთების შემოტანას, არამედ ირანთან იმ ტიპის ურთიერთობას, სადაც საქართველო არის სანქცირებული ტვირთის ჰაბი. ნამდვილად არის ინფორმაცია, რომ ირანთან კავშირის გამო სერიოზული პრობლემები შეექმნა უკვე მთლიანად ჩვენს სისტემას, მათ შორის საბანკოს და ამიტომ მოუწიათ მათ ამ განცხადების გაკეთება“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, ირანის საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო სივრცეების გამოყენება შესაძლოა, შტატებმა სანქციების დარღვევად ჩათვალოს, რაც გამორიცხული არაა სანქცირების მიზეზი გახდეს.
თაგები:
ელენე ხოშტარია

ელენე ხოშტარია – ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენ ბევრი ვიკრიბებით, ეს არის ამ ქვეყნის განაცხადი, რომ ჩვენ არ დავიღალეთ

ელენე ხოშტარია – ეს არის ძალიან სერიოზული გაფრთხილება ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს

ელენე ხოშტარია – რუსეთი არის ტერორისტული სახელმწიფო, სამწუხაროდ, ეს სიტყვები ჩვენი მთავრობის მხარიდან არ გვესმის