Logo

ელენე ხოშტარია - ეს იყო ისტორიული ღალატი, მაშინ, როცა ქვეყანას უდიდესი მომავალი აქვს, ვერაფერი ვერ გადაიწერება, ეს ხალხი საკუთარ ისტორიას წერს

პოლიტიკა
251
Frontnews image description

"კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარიას განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან აქტიურად მიმდინარეობს მცდელობა, რომ ქვეყანა სრულ იზოლაციაში მოაქციონ.

მისივე თქმით, "ქართული ოცნება" ღიად ცდილობს, ქვეყანა მოსწყვიტოს ყველა პარტნიორს, პერსპექტივასა და ევროპულ მომავალს.

"დღევანდელი ხელისუფლების მთავარი მცდელობაა, რომ ქვეყანა ჩაკეტოს. ასევე ანგრევენ სახელმწიფოებრიობას. თეა წულუკიანის გამოსვლა, რომელიც მას 2 სექტემბერს პარლამენტში ჰქონდა, ზუსტად ორჯონიკიძის გამოსვლა იყო. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვამბობ. ეს იყო ტექსტი, რომელიც პუტინმა უნდა წაიკითხოს. წულუკიანმა წაიკითხა ტექსტი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. ეს იყო ისტორიული ღალატი, მაშინ, როცა ქვეყანას უდიდესი მომავალი აქვს. წულუკიანის მხრიდან გაკეთებული განცხადებები 2008 წლის ომზე და საქართველოსთვის ომის დაწყების დაბრალება, ზურგში დანის ჩარტყმა იყო. ვერაფერი ვერ გადაიწერება, ეს ხალხი საკუთარ ისტორიას წერს“, - განაცხადა ხოშტარიამ.

მისივე თქმით, ხელისუფლება რეპრესიების სახით განაჩენების გამოტანას ცდილობს.

როგორც ხოშტარია აღნიშნავს, საგამოძიებო კომისიასთან ერთად, მათ წამოიწყეს ახალი საერთაშორისო და შიდა თავდასხმის პოლიტიკა.

"აქ არ არის საუბარი ინდივიდუალურ დევნაზე. აქაა ქვეყანაში საერთოდ პოლიტიკური პარტიების გაჩუმების და მკვლელობის მცდელობა. ეს ეტაპი არაფრით გამოირჩევა, რადგან ამ პერიოდის განმავლობაში, რეპრესიებმა ვერანაირად ვერ გატეხა ჩვენი პოლიტიკური კლასი. შესაძლოა, ერთმანეთთან სერიოზული პრეტენზიები გქონდეს, მაგრამ მაინც ვერ გაგვტეხა. აქ გიორგი გახარიას არ ვგულისხმობ და მასზე საუბარს აღარ გავაგრძელებ. ჩემი საქმე არ არის, ვინ სად წავიდა, მაგრამ მან დააანონსა პარლამენტში შესვლა, რაც ლეგიტიმაციის მიცემაა. მე ვფიქრობ, გახარიას ამ გადახვევაზე „ლელომ“ თავისი აზრი ნამდვილად უნდა დააფიქსიროს. ამის გამოკლებით, პოლიტიკური კლასი "ოცნებამ“ ვერ გატეხა. პოლიტიკური პროცესი ვერ მოკლეს, მიუხედავად ოპოზიციურ სპექტრთან პრეტენზიებისა“, - განაცხადა ხოშტარიამ.

Advertisement