
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს ინტერესებშია, რომ დასანქცირდეს ის კლანი და კონკრეტულად ის ადამიანები, რომლებიც ჩირქს ცხებენ ჩვენს სახელმწიფოს, – ამის შესახებ “დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინის მიერ ივანიშვილის გარემოცვის დასანქცირების შემდეგ გაიზარდა შანსი, რომ სხვა ქვეყნებმაც დაუწესონ მათ სანქციები და გაიზარდოს დასანქცირებულთა სია.
“საქართველოს ინტერესებშია, რომ დასანქცირდეს ის კლანი და კონკრეტულად ის ადამიანები, რომლებიც ჩირქს ცხებენ ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს საზოგადოებას, ამით ავირიდოთ თავიდან ის ჩიხი, რომელშიც მივყავართ „ქართულ ოცნებას“.
ეს არის პერსონალური სანქციები ამ ადამიანების მიმართ და არა საქართველოს მიმართ.
ეს მხოლოდ დასაწყისია პროცესის, ჩვენი ამოცანა არის როგორც გაფართოვდეს წრე ამ სანქციების, ასევე იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებიც სანქციებს დაუწესებენ ადამიანებს“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
თაგები:
ელენე ხოშტარია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს