ელენე ხოშტარია - გამოდით არასწორი, რუსული სპეცოპერაციიდან და დაუბრუნდით საერთო, არშეგუების, წინააღმდეგობის ბრძოლას


ავტორი
Front News საქართველო
მე მინდა, მთელი გულით მივმართო მამუკას და ბადრის, მიიღეთ ქვეყნისთვის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, გამოდით არასწორი, რუსული სპეცოპერაციიდან და დაუბრუნდით საერთო, არშეგუების, წინააღმდეგობის ბრძოლას, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, შეწყალება არის არჩევნებში ოპოზიციის შეთრევის მცდელობა.
"მინდა გამოვეხმაურო ე.წ. პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალებასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, ადამიანის თავისუფლება სასიხარულოა და მათ ამას ადამიანურად ვულოცავ და ვუსურვებ ღირსეულ თავისუფლებას ყველა სინდისისა და პოლიტიკურ პატიმარს, რომელიც ციხეში რჩება. ამასთანავე, ყველას გვესმის, რას ნიშნავს ეს პოლიტიკურად და რას ემსახურება ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურად - ეს არის "ქართული ოცნების" მცდელობა, ნებისმიერ ფასად შეათრიოს ოპოზიცია არალეგიტიმურ არჩევნებში და მოიპოვოს ლეგიტიმაცია, რომელიც ერთადერთია, რაც ასაზრდოებს ამ რეჟიმს.
ამასთანავე, არ აქვს მნიშვნელობა, რა ჩაიფიქრა "ოცნებამ", მნიშვნელოვანია, როგორ პასუხობს ამას ოპოზიცია. მე მინდა, მთელი გულით მივმართო მამუკას და ბადრის - მიიღეთ ქვეყნისთვის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, გამოდით არასწორი, რუსული სპეცოპერაციიდან და დაუბრუნდით საერთო, არშეგუების, წინააღმდეგობის ბრძოლას. ეს იქნება ამ ბრძოლის გაძლიერება და ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, ყველასთვის, ოპოზიციისთვის, ქვეყნისთვის. სულმოუთქმელად ველი ამ სწორ გადაწყვეტილებას "ლელოსგან" , - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერები ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე შეიწყალა.
თაგები:
ელენე ხოშტარია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს