
ავტორი
Front News საქართველო
გაოგნებული ვარ იმ ოპოზიციონერებით, რომლებიც აცხადებენ, რომ თურმე უკრაინამ უნდა ახსნას რაღაც და ბოდიში მოიხადოს, – ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანა რომ არ არის სანქციებს შეერთებული, ეს ნიშნავს, რომ ტვირთების გატარება ჩვეულებრივად ხდება.
“მე დღეს გაოგნებული ვარ იმ ოპოზიციონერებით, რომლებიც აცხადებენ, რომ თურმე უკრაინამ უნდა ახსნას რაღაც და ბოდიში მოიხადოს. უკრაინის უშიშროების სამსახური ზრუნავს თავის ქვეყნის უსაფრთხოებაზე. სანქციებს რომ არ ვართ შეერთებული, ლოგიკური და გარდაუვალია, რომ აქედან გადის ტვირთები, ამიტომ ვამბობთ, – „შეუერთდით სანქციებს“. იარაღის მიწოდება ის კი არ არის, რომ კალაშნიკოვები აწყვია სადმე, პატარა ჩიპი რომ გააგზავნო, შეიძლება გამოიყენოს ბირთვული, ან ქომიური იარაღისთვის“, – განაცხადა ხოშტარიამ.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები თუ კოლაბორაციონისტები არიან, მაშინ მათ შესაბამისად უნდა მოექცნენ.
“ყველაფერს უნდა დავარქვათ სახელი, თუ არიან კოლაბორაციონისტები, მაშინ უნდა მოვექცეთ, როგორც კოლაბორაციონისტებს“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
თაგები:
ელენე ხოშტარია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს