
ავტორი
Front News საქართველო
ეს არ არის ინსტიტუტები, ეს არის ბიძინა ივანიშვილის მოგონილი ადგილები, თანამდებობები და შესაბამისად, ვერც ეს პარლამენტი და პრეზიდენტი ვერ იქნება ინსტიტუტი, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციის ბრძოლა გრძელდება.
“ეს არ არის ინსტიტუტები, ეს არის ბიძინა ივანიშვილის მოგონილი ადგილები, თანამდებობები და შესაბამისად, ვერც ეს პარლამენტი და პრეზიდენტი ვერ იქნება ინსტიტუტი. ზოგადად, ის, რომ ბიძინა ივანიშვილი შეურაცხყოფს ამ სახელმწიფოს, ეს ჩვენთვის, ცნობილი მოცემულობაა. ამიტომ, ვინც სადაც არ უნდა დანიშნოს, ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას. მთავარი არსი არის ის, რომ სახელმწიფო შედგება ინსტიტუტებისგან და არა ბიძინა ივანიშვილის მოგონილი თანამდებობისგან”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
“ქართულმა ოცნებამ” პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა.
თაგები:
ელენე ხოშტარია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს