
ავტორი
Front News საქართველო
კანდიდატობა უნდა მივიღოთ, ოღონდ იმ პრობლემების მოგვარების პირობით, რომლის გარეშე ჩვენ ევროპული ქვეყანა, უბრალოდ, ვერ გავხდებით, – ამის შესახებ “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
მისი თქმით, პარტია გაავრცელებს ევროკავშირისადმი მიმართვას, სადაც პოზიციას დააფიქსირებს.
“ხვალ გავავრცელებთ წერილობით მიმართვას ჩვენი ევროპელი პარტნიორების მიმართ, სადაც ვიტყვით, რომ დიახ, ჩვენ ოპოზიციური პარტია, რომელიც ხედავს, რომ „ქართული ოცნება“ ხელს უშლის საქართველოს კანდიდატობას და საბოლოო ჯამში, წევრობას, მიუხედავად ამისა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს კანდიდატობა უნდა მივიღოთ, ოღონდ იმ პრობლემების მოგვარებით და პირობების ჩადებით, რომლის გარეშე ჩვენ ევროპული ქვეყანა უბრალოდ ვერ გავხდებით.
ჩვენ არ დავკომპლექსდებით „ქართული ოცნების“ ბრალდებებით და ვიქნებით ძალიან გამჭვირვალე“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
თაგები:
ელენე ხოშტარია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს