
ავტორი
Front News საქართველო
ის წარმოდგენა, რაც პროპაგანდამ შექმნა, რომ ჩემი პარტია იყო დამოკიდებული კეზერაშვილის პარტიაზე, იყო ტყუილი. მე ვარ იქ, სადაც ვარ. კეზერაშვილი თუ იქნება იმ პოლიტიკური ჯგუფის ნაწილი, რომელიც არის გამარჯვებისთვის მნიშვნელოვანი, ურთიერთობები იქნება, რა თქმა უნდა, ყველასთან, – ამის შესახებ “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
მან შექმნილ ერთობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ წინასაარჩევნოდ კოალიცია შედგა.
“ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობით საზოგადოებას ვეუბნებით, რომ ერთადერთი მოგების ფორმულა ეს არის, რომ თქვენ გქონდეთ მომავლის განცდის ალტერნატივა. დღეს ჩვენ, ოთხმა ადამიანმა დავდეთ ეს ალტერნატივა და შევასრულეთ. სერიოზული ხალხი გამოვედით, მოვაწერეთ ხელი ქარტიას, თავს ვიტვირთავთ ვალდებულებებით, მერე ეს სერიოზული ხალხი გამოვედით და ვთქვით, რომ ეს ერთობა ლახავს ერთ-ერთ პრობლემას – ხმა არ დაიკარგოს. მე მინდა, რომ პოლიტიკოსებმა ხალხს მართლა გავუჩინოთ სიმწიფის გრძნობა.
ჩვენ კოალიციური გამოცდილება არ გვქონია.
არის ქვეყნები, სადაც არჩევნების შემდეგ 6 თვე ვერ კრავენ კოალიციას და ჩვენ დღეს დავდეთ მნიშვნელოვანი მაგალითი იმისა, რომ უკვე წინასაარჩევნო კოალიციაში ვართ.
ის წარმოდგენა, რაც პროპაგანდამ შექმნა, რომ ჩემი პარტია იყო დამოკიდებული კეზერაშვილის პარტიაზე, იყო ტყუილი. მე ვარ იქ, სადაც ვარ. კეზერაშვილი თუ იქნება იმ პოლიტიკური ჯგუფის ნაწილი, რომელიც არის გამარჯვებისთვის მნიშვნელოვანი, ურთიერთობები იქნება, რა თქმა უნდა, ყველასთან”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
თაგები:
ელენე ხოშტარია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს