Logo

ელენე ხოშტარია – ხელისუფლება ემზადება, რომ სავაჭროდ ჰყავდეს კიდევ პატიმრები

პოლიტიკა
929
Frontnews image description

ხელისუფლება ემზადება, რომ სავაჭროდ ჰყავდეს კიდევ პატიმრები, რასაც ხშირად აკეთებს ხოლმე – ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის საქმეზე ნიკა გვარამიას პროცესის დაწყებამდე განაცხადა.

 

მისივე  თქმით, მედია-მენეჯერებისა და პოლიტიკური ლიდერების დევნის ფონზე პოლარიზაციის დაძლევა ვერ მოხდება. 

 

“ახალი ტალღა დაიწყო პოლიტიკური დაკავევების პროცესის, აბსოლუტურად ხელოვნურად დაჩქარდა პარალელურად რამდენიმე პროცესი. როგორც ჩანს, ხელისუფლება ემზადება, რომ სავაჭროდ ყავდეს კიდევ პატიმრები, რასაც ხშირად აკეთებს ხოლმე. მეორეს მხრივ, ტელევიზიებზე მიიტანოს იერიში. ეს არის ის საერთო ხაზი, რომელიც რუსეთში და მსგავს ქვეყნებში ხდება ხოლმე, რომ კრიტიკული ტელევიზია აუცილებლად ხდება ხოლმე სამიზნე პოლიტიკური დევნის. თან ეს ხდება შეთავაზებების ფონზე, რომ პოლარიზაცია უნდა დასრულდეს, თუ ვინმე ფიქრობს,  რომ საახალწლო მიღებებზე მოგვარდება საქმე, თან როდესაც ეს პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს, ეს ასე არ მოხდება. თუ სერიოზულად გვინდა, რომ შევწყვიტოთ პოლარიზაცია, აგერ არის ეს საქმეები პირველი ტესტიაა, შეუძლიათ გააჩერეონ უსამართლო პროცესები”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

 

მისი თქმით, ოპოზიციას დღეს ექნება შეხვედრა,  რომ ოპოზიცია შეთანხმდეს, თუ რას დაუპირისპირებს ხელისუფლების მიერ დაანონსებულ დაკავებების ახალ სერიას.

 

ოპოზიციის შეხვედრა ამ დროისთვის იწყება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები