
ავტორი
Front News საქართველო
ხვალ ხალხმა უნდა თქვას, რომ არ ვეგუებით ამ რუსულ არჩევნებს. ხვალ არის მთელი მსოფლიოს გასაგონად და ერთმანეთის სათქმელად დღე, როდესაც ვიძახით, რომ დიახ, ეს იყო რუსული არჩევნები და არ შევეგუებით , – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
“პრეზიდენტმა ძალიან მკაფიოდ თქვა – დღეს ჩვენ გვაქვს ამოცანა, პოლიტიკურმა პარტიებმა ვთქვით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა თქვეს, პრეზიდენტმა თქვა – ხვალ ხალხმა უნდა თქვას, რომ არ ვეგუებით ამ რუსულ არჩევნებს.
ხვალ არის მთელი მსოფლიოს გასაგონად და ერთმანეთის სათქმელად დღე, როდესაც ვიძახით, რომ დიახ, ეს იყო რუსული არჩევნები და არ შევეგუებით. ზუსტად ისე, როგორც მივიდა ყველა მოქალაქე არჩევნებზე და დააფიქსირა არჩევანი, ხვალ უნდა გამოვიდეთ და ვთქვათ, რომ ამ ტიპის შეურაცხყოფას, გაყალბებას არ მიიღებს საზოგადოება”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
თაგები:
ელენე ხოშტარია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს