ელენე ხოშტარია კლინიკაში გადაიყვანეს

ავტორი
Front News საქართველო
პოლიტიკური მოძრაობა "დროას" დამფუძნებელი ელენე ხოშტარია საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას პოლიტიკოსის ოჯახის წევრებზე დაყრდნობით "რუსთავი 2" ავრცელებს.
ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ელენე ხოშტარია კონტაქტურია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.
"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ელენე ხოშტარიას "ნიუ ჰოსპიტალში" გადაყვანა შესაძლოა, ინტოქსიკაციას უკავშირდებოდეს.
თაგები:





