Logo

ელენე ხოშტარია კლინიკიდან გაწერეს

Frontnews image description

“დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია კლინიკიდან გაწერეს.

 

ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს, რომ დაახლოებით ერთ კვირაში საქმეებს დაუბრუნდება.

 

“მეგობრებო, გამოვეწერე საავადმყოფოდან. ძალიან დიდი მადლობა „ნიუ ჰოსპიტალს“, ყველა სანიტარს, ექთანს, ექიმს. საოცარი პროფესიონალების და გულისხმიერი ადამიანების ხელში ვიყავი. ერთი წამი დისკომფორტი არ მქონია.

 

ვახტანგ კალოიანის მხარდაჭერის და დახმარების გარეშე ძალიან გამიჭირდებოდა შიმშილობის დროსაც და ახლაც. პროფესიონალიზმის გარდა, ყველაზე მთავარი, რაზეც ჩვენი ურთიერთობა იდგა და იდგება, არის ნდობა, რასაც ყველაზე მეტად ვაფასებ.

 

ცოტა დრო კიდევ მჭირდება ძალების აღსადგენად. ვფიქრობ, მაქსიმუმ ერთ კვირაში დავუბრუნდები საქმეებს.

 

ყველას ძალიან დიდი მადლობა“,- წერს ელენე ხოშტარია.

 

<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2FEKhoshtaria%2Fposts%2F6830115737006304&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”335″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>

Advertisement