Logo

ელენე ხოშტარია – მართლა ვერ წარმომედგინა, ლექსო ლაშქარავას მკვლელობის შემდეგ “ქართული ოცნება” თუ გაბედავდა კიდევ ამას

პოლიტიკა
16.09.2021 / 00:32
Frontnews image description

“ქართული ოცნება” შეეხო ყველაზე ძვირფასს,  ეს არის ადამიანის ჯანმრთელობა, ადამიანის სიცოცხლე, ადამიანის თავისუფლება, – ამის შესახებ “დროას” ლიდერმა, ოპოზიციის თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

 

ხოშტარიამ სოლიდარობა გამოუცხადა ჟირნალისტებს და აღნიშნა, რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ ჟურნალისტების მიმართ ძალადობას აღარ ელოდა.  

 

“სოლიდარობა ლევან აბლოთიას, ბექა ყორშიას, რომლებმაც გაიარეს საშინელი წუთები ქარელში, ასევე “მთავარ არხს” და ყველა ჟურნალისტს, რომლებიც არიან პირდაპირ ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. მე მართლა ვერ წარმომედგინა, ლექსო ლაშქარავას მკვლელობის შემდეგ “ქართული ოცნება” თუ გაბედავდა კიდევ ამას, თუმცა ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ “ქართული ოცნების” ფსკერი უბრალოდ არ არსებობს. 

 

რაშიც ჩვენ ვიმყოფებით ეს არ არის პოლიტიკური პროცესი. “ქართული ოცნება” შეეხო ყველაზე ძვირფასს, ამაზე მაღალი ფასეულობა უბრალოდ არ არსებობს, ეს არის ადამიანის ჯანმრთელობა, ადამიანის სიცოცხლე, ადამიანის თავისუდფლება. ყველა ამ მიმართულებით, – ადამიანის თავისუფლება არის სრულიად შეზღუდული პირდაპირი, მასიური, ტერორისტული რესპრესიული, საბჭოთა თვალთვალით, აბსოლუტურად ყველა ადამიანის, ბაღისა და სკოლის მასწავლებლებით დაწყებული. ადამინაის სიცოცხლე არის საფრთხეში ჩვენი ქალაქების ქუჩებში და ჩვენ ეს ვნახეთ, არა მხოლოდ 5 ივლისს, არამედ 5 ივლისის შემდეგ. ადამიანის ჯანმრთელობა არის საფრთხეში და ჩვენ დღეს გვიწევს იმაზე ლაპარაკი, ადამიანი ვინც ჩვენ გვემსახურება, იღებს კადრს და პროფესიულად ასრულებს თავის მოვალეობას  მას ისვრიან და მას ულეწავენ ძვლებს, ამიტომ ეს არ არის პოლიტიკა, ეს არის ბრძოლა, რომელშიც ჩვენ გვაქვს არჩევანი”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ. 

 

მისი თქმით, 2 ოქტომბერს არჩევანი სწორედ ადამიანის ღირსებისა და თავისუფლების სასარგებლოდ არის გასაკეთებელი

თაგები:

Advertisement