Logo

ელენე ხოშტარია - მე ვისურვებდი, რომ "ლელომ" არ დაიღუპოს თავი

პოლიტიკა
188
Frontnews image description

მე მიყვარს "ლელო" და ეს ადამიანები და მინდა, იყვნენ ამ სწორ მხარეს და არ დაიღუპონ თავი, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, "4 ოქტომბერი არის არა ბიძინას არჩევნების დღე, არამედ არჩევნების არმიღების საერთო ეროვნული დღე".

"ჩვენ სრული საერთაშორისო მხარდაჭერა გვაქვს, მაგრამ ეს მხარდაჭერა დგას იმაზე, ჩვენ ვახერხებთ თუ არა აქ მოქმედებას. მე ვისურვებდი, რომ "ლელომ" არ დაიღუპოს თავი იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში, ცალკეული პარტიები კი არ განსაზღვრავენ, საზოგადოებრივი უმრავლესობა არის ამ აზრზე. "ლელომ" იკითხოს, არჩევნებზე თუ გავა, რა პრობლემები შეექმნება. "ლელო" გავა თუ არ გავა არჩევნებზე, ამ ქვეყნის საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის უმრავლესობა ამბობს, რომ არ გავდივართ.

მე მიყვარს "ლელო" და ეს ადამიანები და მინდა, იყვნენ ამ სწორ მხარეს და არ დაიღუპონ თავი. 

4 ოქტომბერი არის არა ბიძინას არჩევნების დღე, არამედ არჩევნების არმიღების საერთო ეროვნული დღე. ეს მიიღწევა ძალიან კონკრეტული საერთო მოქმედებებით, პროტესტით. ჩაშლაც არ უნდა ამ არჩევნებს, არ არსებობს ეს არჩევნები. ამ თვეების განმავლობაში ხულოდან ლაგოდეხამდე ხალხის ენერგიას რომ გავაერთიანებთ, რომ ეს არ არის არჩევნები - ეს არჩევნები არ შედგება.

მეორე საკითხია - ჩვენ გვჭირდება პოლიტიკური ალტერნატივის ჩვენება ჩვენი პარტნიორებისა და ჩვენი საზოგადოებისთვის.  ჩვენმა პარტნიორებმა უნდა დაინახონ, რომ "ქართულ ოცნებას" არანაირი მანევრის საშუალება არ აქვს და აქ არის მყარი ოპოზიცია, რომელიც არ აღიარებს რეჟიმს და არის მყარი ოპოზიცია, რომელსაც შეგიძლია დაელაპარაკო და რომელსაც ამ ქვეყნის სამომავლო მმართველობა შეუძლია.

არცერთი ფრონტი არ უნდა დავტოვოთ. ფრონტი არის, რომ ჩავკიდებთ ყველანი ხელს და მართლა ხულოდან ლაგოდეხამდე და მთელი ქვეყნის მასშტაბით ვიტყვით - არ გამოგივა ბიძინა ივანიშვილო, რომ დაამკვიდრო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

Advertisement