Logo

ელენე ხოშტარია - "მეგობარი აქტი" არის ძალიან დიდი სიმბოლური, მძლავრი მხარდაჭერის აქტი, რომელიც უდიდეს პრობლემებს შეუქმნის რუსულ ოცნებას

პოლიტიკა
3 საათის წინ / 16:01
224
Frontnews image description

"მეგობარი აქტი" არის ძალიან დიდი სიმბოლური, მძლავრი მხარდაჭერის აქტი, რომელიც უდიდეს პრობლემებს შეუქმნის რუსულ ოცნებას, ხალხს კი მისცეს ბევრის შესაძლებლობას, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ჩანს უპრეცედენტო მხარდაჭერა პარტნიორების მხრიდან ქართველი ხალხის მიმართ.

"ბრძოლის პარალელურად ჩვენ ვხედავთ უპრეცედენტო მხარდაჭერას ჩვენი პარტნიორების მხრიდან, როგორც ცალკეული ქვეყნების, ასევე ინსტიტუციურ მხარდაჭერას საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან და "მეგობარი აქტი" არის ძალიან დიდი სიმბოლური, მძლავრი მხარდაჭერის აქტი, რომელიც უდიდეს პრობლემებს შეუქმნის რუსულ ოცნებას, ხალხს კი მისცეს ბევრის შესაძლებლობას.

რაც შეეხება  კომისიას,  კომისია არ აღიარა არცერთმა რეალურმა ოპოზიციონერმა და ყველას პოზიცია არის მტკიცე, მიუხედავად ამ რეპრესიებისა. ეს მაგალითია იმისა, რომ რეჟიმის არაღიარება და დელეგიტიმაცია არის ოპოზიციის მტკიცე პოზიცია", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

Advertisement