ელენე ხოშტარია - მინდა, გულწრფელი სოლიდარობა გამოვხატო იმ მშობლების მიმართ, რომლებიც საკუთარი შვილების გადასარჩენად ბრძოლას არ წყვეტენ

ავტორი
Front News საქართველო
რეჟიმი აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებსაც უარს ეუბნებოდა მედიკამენტის შესყიდვაზე გაუგონარი მიზეზებით, თუმცა, ოჯახების ბრძოლამ და საზოგადოების მხარდაჭერამ შედეგი გამოიღო, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია ციხიდან გავრცელებულ წერილში წერს.
მისივე თქმით, ის სოლიდარობას უცხადებს ყველა მშობელს და ამ დაავადების მქონე ბავშვს.
"ასე იყო აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების შემთხვევაშიც. რეჟიმი მათაც უარს ეუბნებოდა მედიკამენტის შესყიდვაზე გაუგონარი მიზეზებით. თუმცა, ოჯახების ბრძოლამ და საზოგადოების მხარდაჭერამ შედეგი გამოიღო.
მინდა, გულწრფელი სოლიდარობა გამოვხატო იმ მშობლების მიმართ, რომლებიც საკუთარი შვილების გადასარჩენად ბრძოლას არ წყვეტენ. ასეთ მომენტებში ჩანს საზოგადოების რეალური ბუნება, ასეთ მომენტებშია საჭირო სრული და უპირობო მხარდაჭერა მათ მიმართ, ვინც სიცოცხლისთვის იბრძვის", - წერს ელენე ხოშტარია.
ბავშვებისთვის სამკურნალო პრეპარატის დანიშვნის მოთხოვნით მშობლები რამდენიმე დღეა, აქციებს მართავენ.
თაგები:
ელენე ხოშტარია




