
ავტორი
Front News საქართველო
ეს არჩევნები არათუ მანიპულირებული, არამედ უხეშად, ღიად, მოპარული და გაუქმებულია. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ის სისტემური ხასიათი გაყალბებების, რომელიც ვნახეთ, – ამის შესახებ კოალიცია “ცვლილებებისთვის” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, მთელმა მსოფლიომ თქვა, რომ ეს არჩევნები არ იყო თავისუფალი.
“სურათი არის ნათელი, ფაქტები მოგროვებული. ეს არჩევნები არათუ მანიპულირებული, არამედ უხეშად, ღიად, მოპარული და გაუქმებულია. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ის სისტემური ხასიათი გაყალბებების, რომელიც ვნახეთ. მარტო ფარულობის საკითხი რომ ავიღოთ და ის, რომ თითქმის, ყველას ეკითხებოდნენ, გინდათ თუ არა მარკირება, ესეც კი საკმარისია, რომ არჩევნები არალეგიტიმურად გამოცხადდეს. რაც მთავარია, ეს პოზიცია დაიკავა მთელმა საერთაშორისო თანამეგობრობამ უმაღლეს დონეზე. მთელმა მსოფლიომ თქვა, რომ ეს არჩევნები არ იყო თავისუფალი”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
თაგები:
ელენე ხოშტარია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს