
ავტორი
Front News საქართველო
ნიკას პატიმრობას უნდა შევხედოთ როგორ რეჟიმთან ბრძოლის ნაწილს და ასე აკეთებს ნიკა, – ამის შესახებ პარტია “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
მისი თქმით, ნიკა გვარამია თავისის სიმშვიდით და თავისუფლების დემონსტრირებით უპირისპირდება ხელისუფლების მცდელობას, დააშინოს საზოგადოება და მედია.
“ნიკას პატიმრობას ჩვენ უნდა შევხედოთ როგორ რეჟიმთან ბრძოლის ნაწილს და ასე აკეთებს ნიკა. ავტორიტარულ რეჟიმებს სჭირდებათ არა მხოლოდ ერთი ადამიანის გაჩუმება, არამედ სჭირდება ამისგან “მსუსხავი ეფექტის” შექმნა, ეს არის ადამიანების გაჩუმების მეთოდი. ამას ეწინააღმდეგება ნიკა გვარამია თავისი ტონით, სიმშვიდით, მესიჯებითა და ამ თავისუფლების დემონსტრირებით.
ნიკა დღეს იმ ადგილიდანაც იბრძვის და გვაძლევს ბრძოლის ძალიან მკაფიო მაგალითს. ნიკა კი არ უნდა გვეცოდებოდეს, მისმა ქმედებამ უნდა დაგვაფიქროს ჩვენს პასუხისმგებლობაზე. როგორც ნიკა ციხიდან ასხივებს თავისუფლებას, ვასხივებთ კი ჩვენ, ოპოზიცია ბრძოლას, რწმენას, შეუგუებლობას?!“ – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
თაგები:
ელენე ხოშტარია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს