
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის შენობაში ვიწყებ შიმშილობას იმ მომენტამდე, სანამ მიხეილ სააკაშვილს არ გადაიყვანენ სამოქალაქო კლინიკაში და მისი ჯანმრთელობის საკითხზე გარანტირებულად არ მოიხსნება კითხვები, – ამის შესახებ პარტია “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
მისი თქმით, მას დილიდან საკვები არ მიუღია და ერთადერთი, მიიღებს მხოლოდ წყალს.
“რაც დღეს ხდება მისი პატიმრობისა და ჯანმრთელობის ირგვლიც ეს არის სადისტური და ცინიკური შურისძიება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ. ეს საკითხი არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხის კითხვის ნიშნის ქვეშ ყოფნა ერღთი პროცენტითაც არის დაუშვენელი. აქედან გამომდინარე, მე გადავწყვიტე, რომ აქ პარლამენტში, შენობაში და ინსტიტუტში, რომელიც, ჩემი აზრით, არ არსებობს და მე მასში არ შემოვსულვარ და არ ვაღიარებ, ამ შენობაში ვიწყებ შიმშილობას იმ მომენტამდე, სანამ მას არ გადაიყვანენ სამოქალაქო კლინიკაში და სანამ მისი ჯანმრთელობის საკითხზე გარანტირებულად არ მოიხსნება კითხვები”, – განაცხადა ხოშტარიამ.
მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ 21-ე საუკუნეში მსგავსი უკიდურესი ფორმებით უწევთ ბრძოლა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს