Logo

ელენე ხოშტარია – ყველანირი კომპლექსის გარეშე მე მზად ვარ შანსი მიეცეს ამას და პროცესში გამოჩნდეს ვინ რაზეა რეალურად წამსვლელი

პოლიტიკა
691
Frontnews image description

“დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ დემოკრატიის სამიტზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

 

“მე მზად ვარ ჩავერთო პრეზიდენტის გამოთქმულ ინიციატივაში. 

 

გასაგებია, რომ ნდობა 0ზეა, გასაგებია, რომ პოლიტიკური დევნით, სუსით, არჩევნების მიტაცებით, შანტაჟით ეს არაფერი გამოვა. მაგრამ ყველანირი კომპლექსის გარეშე მე მზად ვარ შანსი მიეცეს ამას და პროცესში გამოჩნდეს ვინ რაზეა რეალურად წამსვლელი. 

 

პრეზიდენტის ხელშია შეწყალების ბერკეტი, მას შეუძლია პოზიციის დაფიქსირება მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, მედიაზე ზეწოლაზე, საკრებულოებზე და ა.შ.“, – წერს ხოშტარია სოციალურ ქსელში.

 

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ როგორც საქართველოს პრეზიდენტი, პირობას დებს, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები