Logo

ელენე ხოშტარია - ყველა ის ადამიანი, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიას, იქნება შესწავლილი და სანქცირებული, მოყოლებული 2014 წლიდან

პოლიტიკა
1 დღის წინ / 15:06
Frontnews image description

ეს არის დიდი ნაბიჯი ამ რეჟიმის დასრულებისთვის და ამ რეჟიმის დასრულების შემდეგ ამერიკასთან ჩვენ გაგვეხსნება აბსოლუტურად ახალი პერსპექტივები, უკვე ძალიან პოზიტიური და ღრმა ურთიერთობების გასამყარებლად, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მიმდინარე ბრძოლაში საქართველო მარტო არ იქნება.

"ჩვენ ამ ბრძოლაში არ ვართ მარტო, ჩვენ გვყავს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი და თავისუფალი მეგობარი, რომელმაც შექმნა არა უბრალოდ ინდივიდუალური სანქცია, არამედ სახელმწიფოებრივი, ორპარტიული სისტემური ინსტიტუციური ჩარჩო, რომ ყოველ ჯერზე იდგეს ქართველი ხალხის გვერდზე. აქ, იგულისხმება ის, რომ რუსეთის, ირანის და ჩინეთის გავლენები იქნება დეტალურად შესწავლილი, ანუ ყველა ის გარე ძალა, რომელიც ქართველი ხალხის, თქვენი ნების საწინააღმდეგოდ ეცდება, რომ საქართველო შემოაბრუნოს ევროპიდან და წაიყვანოს ამ იზოლირებულ ქვეყნებში. ამ ბრძოლაში ჩვენ მარტო არ ვიქნებით, ამერიკა ამას შეისწავლის და მოახდენს მათ სანქცირებას.

ყველა ის ადამიანი, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიას, იქნება შესწავლილი და სანქცირებული, მოყოლებული 2014 წლიდან. დასანქცირდებიან კონკრეტული ადამიანები და მათი ოჯახის წევრები. ეს არის დიდი ნაბიჯი ამ რეჟიმის დასრულებისთვის და ამ რეჟიმის დასრულების შემდეგ ამერიკასთან ჩვენ გაგვეხსნება აბსოლუტურად ახალი პერსპექტივები, უკვე ძალიან პოზიტიური და ღრმა ურთიერთობების გასამყარებლად“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „MEGOBAR აქტს“ მხარი დაუჭირა. კანონპროექტს, სახელწოდებით - „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“ (MEGOBARI) მხარი 349 კონგრესმენმა დაუჭირა, მის წინააღმდეგ ხმა 42-მა მისცა. ახლა კანონპროექტი აშშ-ის სენატმა უნდა დაამტკიცოს.

Advertisement