Logo

ელენე ხოშტარია - ყველა მოქალაქემ, ყველა აქტივისტმა, ყველა მებრძოლმა უნდა იცოდეს, რომ სისტემასთან მარტო არ დავტოვებთ

პოლიტიკა
204
Frontnews image description

სიმართლის ერთგულება გაგვამარჯვებინებს ამ გზაზე. შესაბამისად, რომ მოიგონეს ბანერზე წარწერა კრიმინალიაო, დიახ, უნდა ვანახოთ, რომ მათ მოგონილ უკანონობებს არ ვემორჩილებით, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი დაკავებული ლიდერი ელენე ხოშტარია წერილში წერს.

მისივე თქმით, სიმართლის, ღირსებისა და თავისუფლების სულ ოდნავ დათმობაც კი ბოროტმოქმედ სისტემასთან დაუშვებელია.

"სიმართლის, ღირსების და თავისუფლების სულ ოდნავადაც კი დათმობა, ამ ბოროტმოქმედ სისტემასთან დაუშვებელია. არცერთმა სინდისის პატიმარმა იოტისოდენა სიმართლეც კი არ დათმო. გამოკეტეს, მაგრამ მორალურად გაიმარჯვა მზიამაც [ამაღლობელი] , ნინო დათაშვილმაც და ყველამ. „ენჯეოებმა“ არ დათმეს იოტისოდენა თავისუფლება და არ დაემორჩილნენ „რუსულ კანონს“. ჩვენ არ დავემორჩილეთ ყალბ არჩევნებს. არ შევედით ყალბ პარლამენტში, არც ყალბ კომისიაში, არც ყალბ 4 ოქტომბრის სპეცოპერაციაში. 

სიმართლის ერთგულება გაგვამარჯვებინებს ამ გზაზე. შესაბამისად, რომ მოიგონეს ბანერზე წარწერა კრიმინალიაო, დიახ, უნდა ვანახოთ, რომ მათ მოგონილ უკანონობებს არ ვემორჩილებით.

მეორე, რაზეც დგას ჩვენი ბრძოლა არის სოლიდარობა. ყველა მოქალაქემ, ყველა აქტივისტმა, ყველა მებრძოლმა უნდა იცოდეს, რომ სისტემასთან მარტო არ დავტოვებთ. მოინდომეს მეგის დაჩაგვრა, ვერ მივართმევთ! ბოლომდე!“, - წერს ელენე ხოშტარია.

"კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია დღეს დააკავეს. გამოძიება ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, კერძოდ, მას კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებას ედავებიან.

Advertisement